Saturday, July 11, 2015

მეცხრე დგე-

დღეს ვიყავით ერთმანეთის თეთრი და შავი ოპონენტები.ყველამ წარადგინა თავისი ნამუშევარი.მართალია ჩემი პროექტი დახვეწას საჭიროებს,მაგრამ ვისწავლე ის რაც დამეხმარება როგორ დავგეგმო პროექტი მოსწავლეებთან ერთად,განხორციელებისას რითი და რა პეროოდებში შევაფასო,როგორ განახორციელონ მისწავლეებმა თანატოლთა შეფასება და უკუკავშირი.დავაგროვე კარგი რესურსი პროექტის შეფასების რუბრუკების სახით,მომეწონა ბლუმი/ გარდნერისმატრიცა .მრავალმხრივი ინტელექტის განვითარებისთვის მოსწავლეებში. ტრენინგზე შეძენილი ცოდნა  დამეხმარება კრედიტ -ქულიბის დაგროვებასა და თვითგანვითარებაში. კარგი იქნება ერთი ასეთი ტრენინგი კიდევ  ჩატარდეს რომ დაიხვეწოს  და სრულყოფილი გახდეს ჩემი ცოდნა.დიდი მადლობა ტრენინგის ინიციატორებს, ჩვენს ტრენერს გაწეული შრომისათვის.კარგად ბრძანდებოდეთ.

Wednesday, July 8, 2015

დრე მერვე

დღეს ცუდად ვარ,ძალიან ვნერვიულობ,ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო,ვერ ვასწრებ ყველაფრის სრულყოფას.განვიხილეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, მოსწავლეთა ჩართულობისთვის მოტივატორია.ასევე განვიხილეთ მე-7მოდულის რესურსები ნიმუშისთვის .ტვინი არეული მაქვს ვეღარ ვწერ.

Monday, July 6, 2015

დღე მეშვიდე

მიმავალი ტრენინგისთვის ბევრი სამუშაო დამიგროვდა და გული მისკდება.დღეს პროექტორი იყო და გაადვილდა მუშაობა.განვიხილეთგარდნერის და ბლუმის მატრიცა ,ვფიქრობ მოსწავლეებისთვის სწავლის პროცესში დამეხმარება ძალიან.ასევე პროექტს უნდა მოვარგო.საერთო ჯამში მივხვდი რომ პროექტის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინო მოსწ.საჭიროებები, მიზნები ,სტანდარტები და ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში უნდა იყოს .იმედია თავს გავართმევ.

Saturday, July 4, 2015

დღე მეექვსე-დღეს განვიხილეთ მონაწილეთა სლაიდები,სხვისი ნაშრომში ხარვეზების აღმოჩენა ადვილია.ზოგიერთს მივეცი რჩევა.განვიხილეთ მე-5 მოდული. ცოტა ბუნდოვანია მაგრამ იმედი მაქვს ყველაფერი ნათელი გახდება.მინდა ვწერო,მაგრამ აზრები არ მომდის.ძალიან საჭირო მასალაა შეფასების რუბრიკები,რომელიც დამეხმარება მოსწავლეების ადეკვატურად შეფასებაში.აზრზე ვარ რა მაქვს გასაკეთებელი სამომავლოდ.

Wednesday, July 1, 2015

დღე მეხუთე-დღეს კავშირებს გავეცანი და მივხვდი ჩემს მიერ დაწერილ გეგმაში რაღაც შესასწორებელია,მცირე რამ კონკრეტულად არ მახსოვს.დავალების შესრულებაზე ვფიქრობ,მოსწავლის როლში ყოფნა რთულია.სლაიდ-შოუს გაკეთებაზე ვნერვიულობ.დღეს ძალიან არ დავღლილვარ.ერთი სული მაქვს სახლში როდის წავალ.

Monday, June 29, 2015

მეოთხე დღე-გასული ორი დღე ნერვიულობით მოვკვდი,იმიტომ რომ პროექტის იდეა დამიწუნეს, და დღეისთვის შევცვალე.ლამის თავი დავანებე ტრენინგს.დღეს უფრო კარგად ვგრძნობ თავს,ალბათ იმიტომ რომ  თითქოს კარგად გავაკეთე შეფასების დროის სქემა,მაგრამ მანამდე რომ ვავსებდი მეშინოდა არასწორი მეგონა,თურმე კარგად მიმუშავია,პროექტის პროცედურებიც დავწერე,ამას გამოვიყენებ სკოლაში......

Saturday, June 27, 2015

მესამე დღე---დღეს უფრო მეტი გავიგე როგორ დავწერო პროექტის შინაარსი და როგორ ჩამოვაყალიბო კითხვები .ბევრ შრომას მოითხოვს .ეს მოდული მნიშვნელოვანი იყო  ,იმდენად რომ აწი დამოუკიდებლად შემიძლია მოვიფიქრო იდეები და მოსწავლეებთან ერთად დავგეგმო პროექტი.

Wednesday, June 24, 2015

მე-2 დღის რეფლექსია---------- დღევანდელი დღე უფრო პროდუქტიული იყო.უკეთესად გავაანალიზე  პროექტის სტრუქტურა ,ცოტა გამიჭირდა იდეების მორგება პროექტზე.ბოლოს მაინც მივხვდი რომ მოსწავლეებმა საბოლოო პროდუქტი უნდა შექმნან.ვისწავლე ბუკლეტის შექმნა .კარგად არა მაგრამ ,ვფიქრობ მოსწავლეებთან მუშაობის დროს დავხვეწავ.

Monday, June 22, 2015

დღე პირველი

რეფლექსია                                                                                                                                               ვფიქრობ რაც დრეს მე კომპიუტერში ვიმუშავე  დავიმახსოვრებ,თავიდან ვფიქრობდი გამიძნელდებოდა მუშაობა,მაგრამ არ იყო რთული.ჩემი მოლოდინი ნაწილობრივ გამართლდა ,ვფიქრობ კარგ ცოდნას შევიძენ .